კონცერტი ჭიათურაში

16 ივლისს ჭიათურის კულტურის სახლში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერში ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლები ზურაბ დოიჯაშვილი, ბესო კალანდაძე, ნუგზარ კვაშალი, ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ კობეშავიძე და ბიძინა მახარაძე მონაწილეობდნენ. თითოეულმა მომღერალმა საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე ცნობილი სიმღერა შეასრულა.

 კონცერტის პარალელურად ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა მის ჭიათურა 2015. ჟიურის გადაწყვეტილებით მის ჭიათურა 2015 მირანდა გვიმრაძე გახდა.