ახალგაზრდა მწერლის წიგნის პრეზენტაცია

 ჭიათურის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში ახალგაზრდა მწერლის ბოკო ჭიღლაძის წიგნის ,,გაფიქრება“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება კულტურის ცენტრთან არსებული არაფორმალური განათლების განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. საღამოზე ახალგაზრდა მწერალმა ბოკო ჭიღლაძემ საკუთარი შემოქმედების შესახებ ისაუბრა და რამდენიმე ლექსი წაიკითხა, შემდეგ კი მსმენელთა მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

პარალელურ რეჟიმში კულტურის ცენტში კიდევ ერთი ღონისძიება ,,ჩემი ვეფხისტყაოსანი გაიმართა“ გაიმართა.