საქველმოქმედო ღონისძიება

ახალგაზრდა ჭიათურელმა პოეტებმა მაღაროში დაშავებული ზურაბ გამეზარდაშვილისა და მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლის ნინო მუმლაძის დასახმარებლად ჭიათურის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს. ღონისძიებაზე პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს.

სცენაზე იდგა სპეციალური ყუთი, სადაც დამსწრეებს სასურველი თანხის გაღება შეეძლოთ.

ჭიათურელ პოეტებთან ერთად ღონისძიების ორგანიზებაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურიც მონაწილეობდა.