ჭიათურაში დავითობა ღონისძიებით აღინიშნა

ჭიათურის კულტურულ შემოქმედებით ცენტრში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემა დავით მეოთხის კულტურული მოღვაწეობა იყო. ღონისძიებაზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებელის ცხოვრება და მოყვაწეობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. კონფერენცია ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.