შეხვედრა ახალგაზრდა ელჩთან

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გიორგი ლომიძე ჭიათურელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში შედგა. ახალგაზდგა ელჩმა ჭიათურელ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაანდო და ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრა. მოგვიანებით გიორგი ლომიძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ მიიღო. შეხვედრაზე ახალგაზრდების ჩართულობასა და ამ კუთხით მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრეს.