ჭიათურის თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 26 ივნისს 18.00 საათზე საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება. ნაჩვენები იქნება “თეატრალური იმერეთი 2015“ ფესტივალის გამარჯვებული, რეჟისორ კახა გოგიძის მიერ განხორციელებული სპექტაკლი „მუსუსი“.
ბილეთის ფასია 5 ლარი. შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება. „ველოდებით ერთგულ მაყურებელს, რომელიც მზადაა თანადგომა გამოუცხადოს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს“.-აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში. აღსანიშნავია,რომ წარმატების შემდეგ დასი აღნიშნულ სპექტაკლს მშობლიურ თეატრში პირველად ითამაშებს.