ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან დელეგაცია ლიტვის ქალაქ ბირშტონასში იმყოფებოდა

მიმდინარე წლის 12-14 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დელეგაცია გამგებლის მოადგილის, თემურ ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჭიათურასთან დამეგობრებულ ლიტვის ქალაქ ბირშტონასში იმყოფებოდა.ვიზიტის მიზანი ქალაქის დღესასწაულს უკავშირდებოდა. .დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი საზღვარგარეთთან ურთიერთობის საკითხებში ლალი ვაშაძე და იურიდიული განყოფილების უფროსი თამუნა ბუზალაძე . დელეგაციის წევრებმა ჭიათურასთან დამეგობრებული ლატვიის ქალაქ სიგულდასა და ესტონეთის ქალაქ კეილას წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის კულტურულ და მხატვრულ ღონისძიებებში. დაიგეგმა გაცვლითი პროგრამები დამეგობრებულ ქალაქებს შორის. ღონისძიებაში მონაწილეობა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა და ლიტვის სამთავრობო დელეგაციამ მიიღო.
ბირშტონასი (ლიტვ. Birštonas, პოლ. Birsztany) — საკურორტო ქალაქი ლიტვაში; კაუნასის მაზრაში. წარმოადგენს ბირშტონსის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ცენტრს. მდებარეობს მდ. ნემანის მარჯვენა სანაპიროზე, კაუნასიდან სამხრეთით 39 კმ.-ში. წარმოადგენს ბალნეოლოგიურ და კლიმატურ კურორტს, რომელიც მდიდარია მინერალური წყლებით, სამკურნალო ტალახით. ფართობი შეადგენს - 13 კმ.²-ს. 1969 წელს მოსახლეობა შეადგენდა - 1,7 ათ. ადამიანს, 1994 წ. - 4 ათ., დღეისათვის კი - 3 164 ად. (2008 წ.-ის მონაცემებით). XIV საუკუნეში ლიტვის დიდი მთავრების ბირშტანსკის სასახლესთან ახლოს შეიქმნა ადგილი, რომლის განვითარებაც იწყება შუა საუკუნეებიდან. დასახლება 1864 წელს დაიწყო, როდესაც აქ აღმოაჩინეს მინერალური წყლები. 
ჭიათურასა და ბირშტონასს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2012 წელს გაფორმდა.