ჭიათურელი ბავშვების წარმატება მსკ-ზე

მხიარულთა და საზრიანთა კლუბის იმერეთის ფესტივალი გაიმართა ქალაქ ქუთაისში სკოლის მოსწავლეთა შორის. კონკურსში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 8 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის ჭიათურის სასკოლო ნაკრები ,,არგონავტები“. არგონავტები კონკურსის ორივე ეტაპზე შესანისნავად გამოვიდნენ, რვა მონაწილეს შორის საპრიზო მეორე ადგილი დაიკავეს და საჩუქრად სამახსოვრო დიპლომი და თასი მიიღეს. ჭიათურელთა კაპიტანი თორნიკე აბდუშელიშვილი კი კონკურსის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჭიათურის გუნდი იმერეთის ფესტივალზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების მხარდაჭერით გაემგზავრა.