თეატრალური იმერეთი

21 მაისს, იმერეთში, თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2015“ გაიხსნა. ფესტივალის მესამე დღეს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენიდან მაყურებლის წინაშე მიხეი ჯავახიშვილის მუსუსით “ წარსდგა ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი. სამსახიობო შესრულებისა და მაყურებლის ოვაციებიდან გამომდინარე თუ ვიმჯელებთ, უნდა ითქვას, რომ ჭიათურის თეატრმა მორიგი წარმატებული სპექტაკლი დადგა. წარმოდგენას ქუთაისში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, გამგებლის მოადგილე ლალი კაპანაძე და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ ექვს ივნისს დაიხურება. სწორედ მაშინ გამოაცხადებს სპეციალური ჟიური ფესტივალის გამარჯვებულს.

ფოტო გალერია