განცხადება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს 18 წლამდე ასაკის მარჩენალ დაკარგულ ბავშვთა ოჯახების რეგისტრაციას, მათთვის ფინანსური დახმარების მიზნით.

აღნიშნული კატეგორიის  ოჯახების კანონიერმა წარმომადგენლებმა (მშობელი ან მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. მშობლის ან მეურვე/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი

2.   18  წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგული ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები

3.    გარდაცვლილი მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები

4.    მშობლის ან მეურვე/მზრუნველის სახელზე გახსნილი იმ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი, სადაც ირიცხება მარჩენალდაკარგულის ყოველთვიური პენსია.

5.    მეურვე/მზრუნველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია  წარმოდგენილ უნდა იქნეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამა წლის 25 მაისამდე.