სპორტი

ჭიათურაში, სკოლა ლიცეუმ ნილემის სპორტულ დარბაზში გიორგი ხუბულურის სახელობის ტურნირი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში. ტურნირი ორ კატეგორიაში კატედებსა და სპორცმენებს შორის ჩატარდა. წელს ტურნირში სულ ოცი მონაწილე იყო. გამოვლინდნენ გამარჯვებულები რომელთაც სამახსოვრო თასები და მედლები გადაეცათ. ტურნირის გამარჯვებულები წელს ლაშა ჩუბინიძე (პირველი სკოლა, მე-12 კლასი) და გიორგი მოდებაძე (სკოლა ლიცეუმი ნილემი, მე-7 კლასი) გახდნენ.

გიორგი ხუბულურის სახელობის ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში ტრადიციულია და წელს მეოთხედ გაიმართა.